რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ყაზახეთში რუსეთის 200 ათასი მოქალაქე ჩავიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ყაზახეთის შსს-ს ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ყაზახეთიდან რუსეთის 7 მოქალაქე იყო დეპორტირებული, რომლებმაც კანონი დაარღვიეს.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა განაცხადა, ყაზახეთის არ გადასცემს რუსეთს პირებს, რომლებიც მობილიზაციას ემალებიან, თუ მოსკოვი მათზე საერთაშორისო ძებნას არ გამოაცხადებს.
რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე უზარმაზარი საცობების ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდებოდა. თვითმხილველები წერენ, რომ ზოგჯერ რუსები მანქანებს მინდორში ტოვებდნენ და ყაზახეთში ფეხით გადადიოდნენ.