logo_geo
ყაზახეთის შსს: ყაზახეთში 2 კვირაში რუსეთიდან 200 ათასი ადამიანი ჩავიდა
- +

4 ოქტომბერი. 2022. 16:58

 

 

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ყაზახეთში რუსეთის 200 ათასი მოქალაქე ჩავიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

ყაზახეთის შსს-ს ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ყაზახეთიდან რუსეთის 7 მოქალაქე იყო დეპორტირებული, რომლებმაც კანონი დაარღვიეს.

 

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა განაცხადა, ყაზახეთის არ გადასცემს რუსეთს პირებს, რომლებიც მობილიზაციას ემალებიან, თუ მოსკოვი მათზე საერთაშორისო ძებნას არ გამოაცხადებს.

 

რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე უზარმაზარი საცობების ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდებოდა. თვითმხილველები წერენ, რომ ზოგჯერ რუსები მანქანებს მინდორში ტოვებდნენ და ყაზახეთში ფეხით გადადიოდნენ.

 

 

big_banner
არქივი