logo_geo
ირანი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებს
- +

5 ოქტომბერი. 2022. 00:38

 

 

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

 

„ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ყოველთვის, ხელმძღვანელობს საკუთარი პრინციპებით და ხაზს უსვამს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის მნიშვნელობას. გვჯერა, რომ საჭიროა გვერდი ავუაროთ ნებისმიერ პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გზაზე. მხარს ვუჭერთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. ყოველთვის მზად ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში“, - განაცხადა ნასერ კანაანიმ.

 

30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

 

 

big_banner
არქივი