logo_geo
CNN: აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
- +

5 ოქტომბერი. 2022. 01:10

 

 

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN პენტაგონში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი Himars-ის 4 საარტილერიო სისტემას, ასევე ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 16.8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

 

 

big_banner
არქივი