აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN პენტაგონში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი Himars-ის 4 საარტილერიო სისტემას, ასევე ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 16.8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.