logo_geo
რუსული მხარე: ხერსონში უკრაინელების წინსვლა შევაჩერეთ, მათ დიდი დანაკარგები აქვთ
- +

5 ოქტომბერი. 2022. 01:40

 

 

„ვითარება ხერსონის ფრონტის ხაზზე არაკრიტიკულია, უკრაინის ჯარების წინსვლის მცდელობები ჩაიშალა“, - ამის შესახებ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომელიც ხერსონში რუსულ საოკუპაციო ძალებს წარმოადგენს.

 

მისივე თქმით, უკრაინელებს „დიდი დანაკარგები აქვთ“.

 

„ხერსონის მიმართულებით, ჩრდილოეთიდან, არის უკრაინელი ნაცისტების გარკვეული წინსვლა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ არა უკრაინელი ნაცისტები, არამედ თითქმის მთელი NATO იბრძვის.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული გვარდიისა და საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა წარმატებით შეაჩერეს უკრაინელი სამხედროების წინსვლა. უკრაინის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა ასობით არის“, - განაცხადა სტრემუსოვმა.

 

უკრაინულ მხარეს აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

 

big_banner
არქივი