logo_geo
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა საკვების მისაღებად რიგებში საათობით დგას
- +

5 ოქტომბერი. 2022. 01:54

 

 

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა იძულებულია, რომ ჰუმანიტარული საკვების მისაღებად გრძელ რიგებში დადგეს.

 

მარიუპოლში არსებული ვითარების ამსახველ ვიდეოს ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს. ცნობისთვის, რუსეთის აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.

 

დღეს მარიუპოლი ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. ომის დაწყების დაწყების შემდეგ ქალაქში დაახლოებით 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი