რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა იძულებულია, რომ ჰუმანიტარული საკვების მისაღებად გრძელ რიგებში დადგეს.
მარიუპოლში არსებული ვითარების ამსახველ ვიდეოს ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს. ცნობისთვის, რუსეთის აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.
დღეს მარიუპოლი ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. ომის დაწყების დაწყების შემდეგ ქალაქში დაახლოებით 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.