logo_geo
ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

5 ოქტომბერი. 2022. 10:11

 

 

ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 276 ადამიანი დაშავდა, 68-ს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ხოვისთან ახლოს, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

 

 

 

big_banner
არქივი