logo_geo
ებოლას ვირუსით უგანდაში მეოთხე ექიმი გარდაიცვალა
- +

5 ოქტომბერი. 2022. 11:52

 

 

უგანდის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ჯანდაცვის კიდევ ერთი მუშაკის გარდაცვალების ფაქტი. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

 

უგანდის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 58 წლის მარგარეტ ნაბისუბი მეოთხე სამედიცინო მუშაკია, რომელიც ებოლას ვირუსით გარდაიცვალა.

 

სამედიცინო მუშაკებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საკმარისი პირადი დამცავი აღჭურვილობა ეპიდემიის პირველ დღეებში.

 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ვირუსის 43 შემთხვევა დადასტურდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

 

big_banner
არქივი