logo_geo
Reuters: ენერგიის მოხმარების შემცირების კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთში, საზოგადოებრივი შენობების საპირფარეშოებში ცხელი წყალი გაითიშება
- +

6 ოქტომბერი. 2022. 01:12

 

 

საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ენერგიის მოხმარების შემცირების კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი შენობების საპირფარეშოებში ცხელი წყალი გაითიშება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს დაევალებათ, საჯარო აუზებში წყლის ტემპერატურა 1 გრადუსით შეამცირონ.

 

საფრანგეთის მთავრობამ ხუთშაბათს უნდა გამოაცხადოს სექტორების მიხედვით ენერგოდაზოგვის ზომები, რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის შეწყვეტის ან გაზის დეფიციტის თავიდან აცილებას.

 

 

big_banner
არქივი