logo_geo
პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ
- +

6 ოქტომბერი. 2022. 01:25

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ.

 

„განკარგულებას“ თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილი კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.

 

დღეს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ.

 

ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ „ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები“ განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომელიც „არსებობდა მათი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს“.

 

 

big_banner
არქივი