logo_geo
საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის
- +

6 ოქტომბერი. 2022. 01:34

 

 

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ ქალაქებისა და საბინაო საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ოლივიე კლაინმა განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, ფინანსური დახმარება 5 000-დან 12 000-მდე ოჯახს შეეხება და 2022 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ფინანსური დახმარება იმ შემთხვევაში გამოიყოფა, თუ უკრაინელი ლტოლვილები ოჯახში, სულ მცირე, 90 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

 

„ეს განსაკუთრებული ფინანსური ზომა საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ კეთილშობილების სპონტანურ გამოვლინებას, რომელიც დაფიქსირდა უკრაინაში ომის დაწყების დროს, რაც მნიშვნელოვანი რგოლია კრიზისის მენეჯმენტსა და დევნილთა მიღებაში“, - აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი