logo_geo
სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას
- +

6 ოქტომბერი. 2022. 01:40

 

 

სატელეფონო საუბარში NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

 

„ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები შთამბეჭდავი პროგრესისთვის რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების საქმეში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დაწყებული ომი. NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი