logo_geo
სოზარ სუბარი: როდესაც ელჩი ზედმეტად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, ეს სუვერენიტეტის ხელყოფის ისეთი მცდელობაა, რომ ამას წინ უნდა აღუდგას ხელისუფლებაც და ხალხიც
- +

6 ოქტომბერი. 2022. 02:20

 

 

„როცა ვლაპარაკობთ სუვერენიტეტზე, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ნებისმიერი მთავრობის მისაღებია“, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ ლიდერის თქმით, როდესაც ქვეყანა არის ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სუვერენიტეტს ნებაყოფლობით თმობს.

 

„ეს არ ნიშნავს, რომ ეს უმტკივნეულო პროცესია. მუდმივად არის კამათი სუვერენულ სახელმწიფოებსა და, ვთქვათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის, რა უფლება დათმონ, რა არ დათმონ და რამდენზე დათმონ. ამ პროცესში გვინდა ჩვენ შესვლა. ეს არის სწორი პროცესი და ამ ნაწილში სუვერენიტეტი ნებაყოფლობით უნდა დავთმოთ და ეს სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ როდესაც ელჩი გეუბნება - ეს კანონი მიიღე, ეს კანონი არ მიიღო ან ზედმეტად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, ეს სუვერენიტეტის ხელყოფის ისეთი მცდელობაა, რომ ამას წინ უნდა აღუდგეს ხელისუფლებაც და ხალხიც“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

big_banner
არქივი