logo_geo
უკრაინული მედია: გათავისუფლებულ ლიმანში სამოქალაქო პირების 50-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს
- +

6 ოქტომბერი. 2022. 12:28

 

 

დამპყრობლებისგან განთავისუფლებულ ქალაქ ლიმანში, დონეცკის რეგიონში, სამოქალაქო მოსახლეობის 50-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, ყველა დაკრძალული არ არის იდენტიფიცირებული. ასევე, ოკუპანტებმა ლიმანიდან გაქცევისას თავიანთი ჯარისკაცების ცხედრები მიატოვეს.

 

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი გაათავისუფლეს.

 

 

big_banner
არქივი