logo_geo
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა
- +

6 ოქტომბერი. 2022. 15:50

 

 

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

 

აღნიშნული პაკეტი პასუხია რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიასა და ფიქტიური „რეფერენდუმებზე“, დამატებითი ჯარების მობილიზებასა და ღია ბირთვულ საფრთხეებზე.

 

პაკეტი ითვალისწინებს რუსეთისთვის 7 მილიარდი ევროს იმპორტის აკრძალვას, რათა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს რუსეთის შემოსავლები. ასევე გათვალისწინებულია ექსპორტის შეზღუდვები, რაც კიდევ უფრო ჩამოართმევს კრემლის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს ძირითად კომპონენტებსა და ტექნოლოგიებს.

 

 

big_banner
არქივი