logo_geo
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია
- +

7 ოქტომბერი. 2022. 00:47

 

 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.

 

5 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ.

 

„განკარგულებას“ თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილი კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.

 

„ეს საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული საკითხია. ჩვენ გვინდა, რომ ომი დაუყოვნებლივ შეწყდეს და რა თქმა უნდა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პოზიციაა, რომ ეს ობიექტი უკრაინული ობიექტია“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

 

 

big_banner
არქივი