logo_geo
ილჰამ ალიევი: სომხეთის მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია
- +

7 ოქტომბერი. 2022. 02:15

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია.

 

„დრო გადის, ჩვენი ინიციატივები ასე მარტივად არ მიიწევს წინ. მიუხედავად იმისა, რომ [აზერბაიჯანისა და სომხეთის] საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია. ვფიქრობ, თუ უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჩვენ შევძლებთ წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევას“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

 

big_banner
არქივი