logo_geo
ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა
- +

7 ოქტომბერი. 2022. 10:02

 

 

„მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა“, - ამის შესახებ ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა,

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთო პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას.

 

მისი თქმით, აქ, ასევე, შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა.

 

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ახალი ვითარება შეიქმნა. მიუხედავად სომხეთის მიერ 30-წლიანი ოკუპაციის, ნგრევისა, ოკუპაციის დროს ჩადენილი სისასტიკისა, აზერბაიჯანი გამოვიდა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ინიციატივით.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ 5 პრინციპს.

 

ალიევმა მხარი დაუჭირა თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.

 

 

big_banner
არქივი