logo_geo
აღდგომის კუნძულზე ხანძრის შედეგად მსოფლიოში ცნობილი ქანდაკებები დაზიანდა
- +

7 ოქტომბერი. 2022. 12:18

 

 

აღდგომის კუნძულზე მომხდარი ხანძრის შედეგად მოაის ცნობილი ქანდაკებები დაზიანდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

დაზიანებული ქანდაკებების ნაწილის აღდგენა შეუძლებელია. დაზიანებული ქანდაკებების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 

ჩილეს კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულზე მომხდარი ხანძარი 60 ჰექტარი მიწის ფართობს მოედო.

 

ჩილეს ხელისუფლება ეჭვობს, რომ ხანძარი ძალით გააჩინეს. ყველაზე მეტად ვულკან რანო რარაკუს გარშემო მდებარე რაიონი დაზიანდა.

 

აღდგომის კუნძულზე მოაის 1000-მდე, მსოფლიოში ცნობილი ქანდაკება მდებარეობს. მათ დიდი თავები აქვთ. ქანდაკებების სიმაღლე 4 მეტრს, წონა კი 20 ტონას აღწევს. პოლინეზიურმა ტომებმა ქანდაკებები ვულკანის გაქვავებული ფერფლისგან 500 წლის წინ შექმნეს. ქანდაკებები მონოლითურია, ანუ ყველა ქანდაკება ვულკანური ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული. მოაის ქანდაკებები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

 

big_banner
არქივი