logo_geo
ორი რუსი მობილიზაციას ნავით გაექცა აშშ-ში
- +

7 ოქტომბერი. 2022. 16:58

 

 

რუსეთის ორმა მოქალაქემ მობილიზაციის თავიდან აცილების უკიდურესად რადიკალური გზა აირჩია. ისინი ბერინგის ზღვის გავლით აშშ-ში ნავით გაემგზავრნენ.

 

ამის შესახებ რუსული ტელეგრამის არხი „ბაზა“ იუწყება.

 

„უჩვეულო დაესანტი“ ჩავიდა ქალაქ გამბელში, წმინდა ლოურენსის კუნძულზე, ალასკას მახლობლად. ისინი აღმოაჩინა აშშ-ის სანაპირო დაცვამ, რომელმაც ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახა მესაზღვრეები მებაჟეებთან ერთად. მალე რუსები თვითმფრინავით გაგზავნეს ამერიკის მატერიკზე - ქალაქ ანკორიჯში.

 

შტატის გუბერნატორმა მომხდარის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, რუსების ჩამოსვლა მოულოდნელი იყო.

 

ჯერჯერობით, ამერიკის ხელისუფლება მხოლოდ ფრთხილად განმარტავს, რომ მამაკაცებმა რუსეთის ფედერაციის მატერიკიდან ბერინგის ზღვა გადაკვეთეს. რუსების ვინაობა მათი ოჯახების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება.

 

 

big_banner
არქივი