logo_geo
სანკტ-პეტერბურგში საახალწლო ღონისძიებები გააუქმეს, თანხები მობილიზებულებს მოხმარდება
- +

7 ოქტომბერი. 2022. 18:27

 

 

სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ საახალწლოდ სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თანხები მოხალისეების აღჭურვას და უკრაინაში ომისთვის მობილიზებულებს მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამზე სანკტ-პეტერბურგის მერი ალექსანდრ ბეგლოვი ავრცელებს.

 

„ქალაქის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალ წელს დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების შესახებ. დაზოგილ თანხებს გამოვიყენებთ დამატებითი აღჭურვილობისა და მობილიზებულების დასახმარებლად“, - აცხადებს ბეგლოვი.

 

მერის განცხადებით, არ ჩატარდება კონცერტი სასახლის მოედანზე და ნევის პროსპექტზე, გაუქმდა ფოიერვერკი და საქველმოქმედო მიღება თავრიდის სასახლეში. ამავდროულად, სანკტ-პეტერბურგის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო პროგრამები ბავშვებისთვის არ გაუქმებულა.

 

 

big_banner
არქივი