logo_geo
არიანა გრანდე ტერაქტის შემდეგ მანჩესტერში კონცერტით ბრუნდება
- +

30 მაისი. 2017. 22:19



არიანა გრანდე ტერაქტის შემდეგ მანჩესტერში საქველმოქმედო კონცერტით ბრუნდება. მომღერალმა მეგობარი ვარსკვლავები მიიწვია და ისინი ერთობლივ კონცერტს გამართავენ, სახელწოდებით: „ერთი სიყვარული - მანჩესტერი". კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხებათ ტერაქტის დროს დაზარალებულთა ოჯახებს.


​კონცერტი 4 ივნისს გაიმართება და მასში არიანა გრანდესთან ერთად, შემდეგი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას: Coldplay, ქეითი პერი, ფარელი, ჯასტინ ბიბერი, მაილი საირუსი და ნიალ ჰორანი. კონცერტის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. 


 

 

big_banner
არქივი