logo_geo
საფრანგეთში შარლ დე გოლის საფლავის შეურაცხყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს
- +

31 მაისი. 2017. 13:34




„საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის საფლავის შეურაცხყოფის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „Le Parisien" ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციით, ისინი 30 მაისს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით დააკავეს.


როგორც ცნობილია, ამჟამად პატიმრობაში ქალი და მამაკაცი იმყოფებიან. სამართალდამცველები ეჭვმიტანილთა დნმ-ის ტესტს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.


მანამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი მომხდარ ინციდენტს „ტვიტერზე" გამოეხმაურა და ფაქტს „საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული აქტი" უწოდა.


შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 27 მაისს მოხდა, როდესაც უცნობი პირები  სასაფლაოზე შევიდნენ და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის საფლავზე არსებული ჯვარი დააზიანეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფლავების წაბილწვაში დამნაშავენი პასუხს აგებენ.


 

big_banner
არქივი