logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანისადმი ნდობა არ არსებობს, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს დრონები არ მიჰყიდა
- +

23 ოქტომბერი. 2022. 00:45

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანი იტყუება, როცა ამბობს, რომ რუსეთს არ აწვდის თვითმფრინავებს.

 

„ირანი აწვდის მათ დრონებს, ეს მათი ფულადი გარიგებაა. აი ასეთია სისხლიანი ფული, რომელსაც ირანი იღებს. მათ შეიძლებს თქვან: „ჩვენ არაფერი არ აგვიღია, გვაჩვენეთ ფინანსური გაანგარიშებები“... ჩვენ კონკრეტიკას ვამბობთ - ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და აგრძელებენ კვლას.

 

ჩვენ ვიცით, რომ შეკვეთა და შეთანხმებები ათასობით არსებობს, რამდენიმე ასეული კი უკვე გადაცემულია. მათ არ უნდა დავუჯეროთ. მათ შეუძლიათ საკუთარ საზოგადოებას უთხრან, რომ არაფერი გაუყიდიათ, მაგრამ ეს ტყუილია, წმინდა წყლის ტყუილია. ისინი ჩვენს ხალხს კლავენ“, - აცხადებს ზელენსკი.

 

მისი თქმით, ირანის ნდობა არ შეიძლება, რადგან შეუძლიათ საზოგადოებას უთხრან, რომ „არაფერს ყიდიან, რაც სიცრუეა, რადგან ისინი უკრაინელ ხალხს კლავენ“.

 

 

big_banner
არქივი