logo_geo
Twitter-ის შეძენის შემთხვევაში ილონ მასკი კომპანიის თანამშრომელთა 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს
- +

23 ოქტომბერი. 2022. 01:39

 

 

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ის შეძენის შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელთა 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Washington Post წერს.

 

მასკმა უკვე შეატყობინა პოტენციურ ინვესტორებს, რომ Twitter-ის 7500 თანამშრომლიდან სამსახურს მხოლოდ ძირითადი ბირთვი, დაახლოებით 2000-მდე ადამიანი შეინარჩუნებს.

 

თუმცა, The Washington Post-ის ინფორმაციით, კომპანიაში თანამშრომელთა მასშტაბური გათავისუფლება იმ შემთხვევაშიც იგეგმება, თუ მასკი Twitter-ს ვერ შეიძენს. კომპანიის ხელმძღვანელებს სახელფასო ფონდის შემცირება სურთ, რაც თანამშრომელთა 25%-ის გათავისუფლებას გამოიწვევს.

 

 

big_banner
არქივი