logo_geo
მექსიკას ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება
- +

23 ოქტომბერი. 2022. 09:43

 

 

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „როსლინი“, - რომელიც მექსიკას უახლოვდება, სულ უფრო ძლიერდება. მედიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრემ 215 კმ/სთ-საც კი მიაღწია.

 

ნაიარიტში, სადაც მსოფლიოში ცნობილი პლაჟებია, ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობა ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ გააფრთხილეს.

 

ყოველწლიურად, მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, მექსიკის როგორც წყნარი ოკეანის, ისე ატლანტის სანაპიროებზე, ტროპიკული ციკლონები ხშირია.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=gT4crmUUNXk

 

 

big_banner
არქივი