logo_geo
ჯონ ლენონის უკანასკნელი წერილი აუქციონზე გაიყიდა
- +

24 ოქტომბერი. 2022. 01:12

 

 

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის უკანასკნელი წერილი აუქციონზე Gotta Have Rock and Roll გაიყიდა. ამის შესახებ TMZ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ანონიმურმა მყიდველმა „The Beatles“-ის წევრის წერილი 63 750 დოლარად შეიძინა. წერილი საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი, მისი ადრესატი კი ლენონის ბუღალტერია.

 

ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში მოკლეს. მარკ ჩეპმენმა მუსიკოს ორჯერ ესროლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ლენონ ჩეპმენს ავტოგრაფი მისცა.

 

 

big_banner
არქივი