logo_geo
Reuters: რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას ხვალიდან შეუდგება
- +

24 ოქტომბერი. 2022. 23:13

 

 

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ბრიტანეთის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რიში სუნაკი მეფე ჩარლზს ხვალ შეხვდება, რის შემდეგაც სიტყვით გამოვა ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციის გარეთ.

 

42 წლის სუნაკი თანამედროვე ისტორიაში ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდება. დევიდ კამერონი 43 წლის იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა.

 

მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა. იგი მთავრობის მეთაურად მხოლოდ 45 დღის განმავლობაში მუშაობდა, რაც ყველაზე მოკლე პერიოდია თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში.

 

 

big_banner
არქივი