logo_geo
მილანის მახლობლად მდებარე სუპერმარკეტში ცივი იარაღით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი - დაშავდა
- +

28 ოქტომბერი. 2022. 01:59

 

 

მილანის მახლობლად მდებარე სუპერმარკეტში ცივი იარაღით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ დაჭრილებს შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ფეხბურთელი პაბლო მარი, რომელიც ამჟამად იჯარით იტალიურ „მონცაში“ თამაშობს.

 

იტალიური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 46 წლის იტალიის მოქალაქეა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

 

 

big_banner
არქივი