logo_geo
ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ განიხილავს უკრაინა ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკებებს
- +

27 ოქტომბერი. 2022. 22:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ განიხილავს უკრაინა ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკებებს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სინამდვილეში არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით, რადგან ის კვლავ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას.

 

„ვეცნობით ჩვენი დაზვერვისგან, პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციას. ერთია, როდესაც ამ ქვეყანაში ვინმე რაღაცას საჯაროდ ამბობს და მეორეა, როდესაც ვიცით რეალური ვითარება. ჯერ ერთი, მათ არ აინტერესებთ დიალოგი, რადგან დიალოგიდან სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, ხოლო შედეგი, რომელიც მათ სურთ - ოკუპაციაა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსებს მოლაპარაკებები იმ მომენტში მოუნდებათ, როდესაც გააცნობიერებენ, რომ მარტო დარჩნენ გეოპოლიტიკურ რუკაზე და ვერ შეძლებენ უკრაინის ოკუპაციას.

 

 

big_banner
არქივი