logo_geo
გაიდაი: უკრაინელი სამხედროები წინ ყოველდღიურად მიიწევენ
- +

29 ოქტომბერი. 2022. 01:29

 

 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთით ფრონტის ხაზზე წარმატებულად იბრძვიან.

 

მისივე თქმით, ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული ორი ქალაქის გზას უკრაინელები თითქმის მთლიანად აკონტროლებენ.

 

„სვატოვიდან კრემინაიასკენ მიმავალი გზა პრაქტიკულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღიურად წინ მიიწევენ", - განაცხადა გაიდაიმ.

 

 

big_banner
არქივი