logo_geo
ფილიპინებზე წყალდიდობას 45 ადამიანი ემსხვერპლა
- +

29 ოქტომბერი. 2022. 19:25

 

 

ფილიპინებზე მომხდარ წყალდიდობას სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

წყალდიდობა ტროპიკულმა შტორმმა, ნალგაემ გამოიწვია. კიდე 14 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე პროვინციები დაზარალდა. კუნძულ მინდანაოზე საერთო ჯამში სტიქიამ ზარალი 67 000 ადამიანს მიაყენა.

 

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ კვირას ფილიპინების დედაქალაქ მანილამდეც მიაღწევს.

 

 

big_banner
არქივი