logo_geo
ზელენსკი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მილიონობით აფრიკელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს
- +

29 ოქტომბერი. 2022. 23:51

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, რუსული ტერორი მსოფლიომ უნდა შეაჩეროს.

 

„რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მილიონობით აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მცხოვრები აღმოჩნდეს ხელოვნური შიმშილის ან თუნდაც მძიმე ფასების კრიზისის პირობებში.

 

რატომ შეუძლია რამდენიმე ადამიანს სადღაც კრემლში გადაწყვიტოს, ექნებათ თუ არა ხალხს ეგვიპტეში ან ბანგლადეშში საჭმელი მაგიდაზე? რა არის ეს? სამყაროს აქვს ძალა დაიცვას ხალხი ამისგან.

 

უკრაინა იყო და შეიძლება იყოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი.

 

რუსული ტერორი და შანტაჟი უნდა დამარცხდეს, კაცობრიობამ უნდა გაიმარჯვოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის გამო, „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვება გადაწყვიტა.

 

 

big_banner
არქივი