logo_geo
კულება: მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს, შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს
- +

30 ოქტომბერი. 2022. 00:16

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

კულებამ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ რუსეთს ცრუ საბაბით „მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლის უფლება არ მისცენ.

 

„ჩვენ გავაფრთხილეთ რუსეთის გეგმების შესახებ შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლის შესახებ. ახლა მოსკოვი ბლოკავს მარცვლეულის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას, მოგონილი საბაბით. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს, შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, - აცხადებს კულება.

 

ცნობისთვის,  რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის გამო, „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვება გადაწყვიტა. 

 

 

big_banner
არქივი