logo_geo
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ექს-პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა
- +

31 ოქტომბერი. 2022. 09:53

 

 

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ექს-პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა. ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა.

 

ხმების დათვლის შემდეგ, ლულა და სილვამ 50.9 პროცენტი მიიღო. დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნებაა პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იმყოფებოდა. სილვა დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრობრასთან“ კონტრაქტების სანაცვლოდ. ნასამართლეობის გაუქმებამდე, ლულამ ციხეში 580 დღე გაატარა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ჟაირ ბოლსონაროსთან დაახლოებულმა დეპუტატებმა კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს, რაც ნიშნავს, რომ ლულას საკანონმდებლო ორგანოში მკაცრი წინააღმდეგობა ექნება. ლულა და სილვა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით, 2003 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე იკავებდა.

 

 

big_banner
არქივი