logo_geo
უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ „ხორბლის დერეფანზე“ შეთანხმებას რუსეთის გარეშე მიაღწიეს
- +

31 ოქტომბერი. 2022. 11:05

 

 

მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინიდან ხორბლის გატანის შეთანხმებიდან რუსეთი გავიდა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ შეთანხმებას რუსეთის გარეშე მიაღწიეს. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

 

მათ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მყოფი 14 გემის გადაადგილების გეგმა შეათანხმეს. ასევე, კიდევ 40 სატვირთო გემის ინსპექცია ჩატარდება.

 

რუსეთის ფედერაცია ხორბლის შეთანხმებიდან იმის შემდეგ გავიდა, რაც სევასტოპოლის პორტში მისი სამხედრო ფლოტის რამდენიმე ხომალდი აფეთქდა. მოსკოვმა თავდასხმაში უკრაინა და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა. უკრაინა ხომალდების აფეთქებებში საკუთარ მონაწილეობას უარყოფს.

 

ამჟამად გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა ის ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს. უკრაინა კი რუსეთს ხორბლის შეთანხმების განზრახ ჩაშლაში ადანაშაულებს.

 

 

big_banner
არქივი