logo_geo
მოლდოვაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა
- +

31 ოქტომბერი. 2022. 14:22

 

 

მოლდოვის ოკნიცკის რაიონში 31 ოქტომბერს დილით რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ eurointegration.com.ua იუწყება.

 

მოლდოვის შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსული რაკეტა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს და ის შემდეგ მოლდოვაში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, დასახლება ნასლავჩასთან ჩავარდა.

 

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა.

 

მოლდოვაში ვარაუდობენ, რომ რუსებმა რაკეტა დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს ესროლეს, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. რაკეტამ მიზანს არ მიაღწია და დატბორვის საფრთხე არ არსებობს.

 

 

big_banner
არქივი