logo_geo
სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა მყისიერ და საზიანო გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე
- +

31 ოქტომბერი. 2022. 23:43

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა მყისიერ და საზიანო გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.

 

ნედ პრაისის თქმით, გარიგების გარშემო გაურკვევლობის გამო, სურსათზე ფასები გაიზარდა.

 

მანამდე გერმანია დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა და ოფიციალური მოსკოვი შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

 

გერმანიის მთავრობის სპიკერმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ მარცვლეულის მიწოდების შეჩერებით შიმშილის, როგორც იარაღის გამოყენება ძალიან ამაზრზენია და რუსეთს მოუწოდა, განაახლოს შეთანხმებაშ მონაწილეობა.

 

 

big_banner
არქივი