logo_geo
უკრაინის პრეზიდენტმა და ჩეხეთის პრემიერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივის შესახებ
- +

1 ნოემბერი. 2022. 01:12

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინასა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს კიევის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სრული წევრობის მოპოვების კურსის ფარგლებში.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, უკრაინის პრეზიდენტისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის დონეზე დოკუმენტის ხელმოწერით დაფიქსირდა ჩეხეთის მხარდაჭერა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ.

 

გარდა ამისა, ჩეხეთი დეკლარაციაში ადასტურებს თავის განზრახვას, გააგრძელოს უკრაინის ძლიერი სამხედრო, ტექნიკური, თავდაცვითი და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

 

 

big_banner
არქივი