logo_geo
რამზან კადიროვმა მობილიზაციის გაგრძელება გამოაცხადა
- +

1 ნოემბერი. 2022. 10:50

 

 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა სამობილიზაციო ღონისძიებების გაგრძელების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სწრაფი რეაგირების სპეციალური ჯგუფი „ახმატის“ რაზმის ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„გამოძახება ახლა დაიწყება და თუ ის [სამხედრო მოსამსახურე] უკვე არის რეგისტრირებული რომელიმე პოლკში ან ბატალიონში, მაშინ არ მოუწევს ჯარში გაწევრიანება, ის იქნება თავის თანამემამულე ჩეჩნებს შორის“, - განუცხადა კადიროვმა ჯარისკაცებს.

 

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მობილიზაციის ღონისძიებების დასრულების შესახებ მოახსენა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში 300 000 ადამიანია გაწვეული. ამ დროისთვის სხვა წყაროებიდან ამ ინფორმაციის დადასტურება არ არსებობს. შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ დამატებითი გაწვევა არ იგეგმება. მისი თქმით, ჯარი კონტრაქტორებითა და „მოხალისეებით“ იქნება დაკომპლექტებული.

 

 

big_banner
არქივი