logo_geo
პოლონეთი რუსეთის საზღვარზე კედელს ააშენებს
- +

2 ნოემბერი. 2022. 13:28

 

 

პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის ოლქთან არსებულ საზღვარზე სპეციალურ დამცავ ღობეს ააშენებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა. ინფორმაციას rg.ru ავრცელებს.

 

პოლონეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობით ახსნა.

 

„პოლონეთის და კალინინგრადის ოლქის საზღვარზე დამცავი ნაგებობების მშენებლობა უკვე დღეს დაიწყება. კედლის სიმაღლე 2.5 მეტრი იქნება და ის სამი რიგისგან შედგება. მსგავსი ნაგებობა უკვე არსებობს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე“, - განაცხადა ბლაშაკმა.

 

მანამდე რუსეთთან საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ ფინეთმა განაცხადა. თავდაპირველად „სატესტო კედელი“ იქნება აშენებული, რომლის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი