logo_geo
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის უფლებას იტოვებს
- +

2 ნოემბერი. 2022. 23:08

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის უფლებას იტოვებს.

 

ვლადიმირ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაშიც კი, რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინიდან თურქეთში მარცვლეულის გადაზიდვას.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმებაში დაბრუნების სანაცვლოდ, რუსეთმა მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინა არ განახორციელებდა თავდასხმებს შავი ზღვის იმ პორტებიდან, რომელიც შეთანხმების ნაწილია.

 

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ გაეროსა და თურქეთის წყალობით, რუსეთმა მიიღო უკრაინისგან საჭირო წერილობითი გარანტიები, რომ უკრაინის ჰუმანიტარული დერეფანი და პორტები არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად.

 

 

big_banner
არქივი