logo_geo
რუსეთის ტყვეობიდან 107 უკრაინელი მებრძოლი გათავისუფლდა, მათ შორის „აზოვსტალის“ 74 დამცველი
- +

3 ნოემბერი. 2022. 19:07

 

 

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა განხორციელდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტელეგრამ-არხში წერს, უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან 107 მებრძოლი დაბრუნდა, მათ შორის მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალის“ 74 დამცველი.

 

მისი ცნობით, დაბრუნებულთაგან ბევრი დაშავებულია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი. ზოგი მათგანი მარტის შემდეგ დაჭრილია. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის ექვსი ოფიცერია. ასევე, გათავისუფლებულია ბატალიონ „აზოვის“ სამი წევრი.

 

 

big_banner
არქივი