logo_geo
400 წლის წინ ჩაძირულ გემზე ნაპოვნი ბეჭედი უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე გაიყიდება
- +

3 ნოემბერი. 2022. 23:33

 

 

ესპანური ხომალდის ჩაძირვის შედეგად, ოთხი საუკუნის განმავლობაში დაკარგული ზურმუხტის ბეჭედი დეკემბერში აუქციონზე გამოჩნდება. Perdue Farms-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ქვრივი დაკარგული ბეჭდის გაყიდვასა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თანხის სრულად უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს.

 

ცნობილი ესპანური გალეონი “Nuestra Señora de Atocha” 1622 წელს, დღევანდელი ფლორიდის სანაპიროსთან, ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა, მასთან ერთად ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა 6.25-კარატიანი რვაკუთხა ფორმის ზურმუხტიც. 1985 წელს მყვინთავმა მელ ფიშერმა განაცხადა, რომ განძზე მონადირეთა გუნდმა, მისი ხელმძღვანელობით, Atocha-ს მთავარი კორპუსი აღმოაჩინა.

 

Atocha-ს კორპუსზე ნაპოვნ ძვირფასეულობებს შორის იყო: 180,000 მონეტა, 24 ტონა ბოლივიური ვერცხლი, 125 ოქროს ზოდი და კოლუმბიაში მოპოვებული დაუმუშავებელი ზურმუხტის კოლექცია. Atocha-ს განძი 1985 წელს $400 მილიონად (დღევანდელი $1.1 მილიარდი) შეფასდა.

 

 

big_banner
არქივი