logo_geo
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა სამ უკრაინულ ობიექტზე „ბინძური ბომბის“ წარმოების მტკიცებულება ვერ იპოვეს
- +

3 ნოემბერი. 2022. 23:45

 

 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა სამ უკრაინულ ობიექტზე „ბინძური ბომბის“ წარმოების მტკიცებულება ვერ იპოვეს.

 

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შეამოწმა 3 უკრაინული ობიექტი და ვერ აღმოაჩინა რაიმე „ბინძური ბომბის“ მტკიცებულება. მადლობას ვუხდი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შესანიშნავი და დროული თანამშრომლობისთვის, რამაც ხელი შეუწყო რუსეთის სიცრუისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რუსეთმა მსოფლიოს მთავარი მატყუარას სტატუსი დაადასტურა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

 

 

big_banner
არქივი