logo_geo
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუკაშენკოს მოუწოდებენ, ბელარუსი რუსეთის აგრესიის თანამონაწილედ არ გახადოს
- +

4 ნოემბერი. 2022. 23:15

 

 

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდებენ, ბელარუსი რუსეთის აგრესიის თანამონაწილედ არ გახადოს.

 

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომისთვის ხელის შეწყობა, მათ შორის, არ დაუშვას ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსის ტერიტორიას უკრაინისკენ მიმართული რაკეტების გასაშვებად იყენებდნენ. თუ ბელარუსის ხელისუფლება უფრო უშუალოდ ჩაერთვება რუსეთის ომში, „დიდი შვიდეული“ რეჟიმს აუტანელ დამატებით ხარჯებს დააკისრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი