logo_geo
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
- +

4 ნოემბერი. 2022. 23:31

 

 

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

 

როგორც პენტაგონში აღნიშნეს, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ტანკებსა და დრონებს მოიცავს.

 

„სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას უკრაინის მიმართ და მათი ყველაზე გადაუდებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს ასევე აძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 17 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

 

 

big_banner
არქივი