logo_geo
ანტონიო გუტერეში ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვული განიარაღების შესახებ
- +

4 ნოემბერი. 2022. 23:54

 

 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვული განიარაღების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

ანტონიო გუტერეშმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება და ფხენიანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და სასწრაფო ზომები მიიღოს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისკენ მიმართული მოლაპარაკებების განახლებისთვის.

 

 

big_banner
არქივი